კემბრიჯის კოლეჯის სამეცნიერო პროექტი
კემბრიჯის უნივერსიტეტი ღია საზოგადოების ფონდებთან ერთად იწვევს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს კემბრიჯის კოლეჯების სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა გთავაზობთ სტაჟირებას კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კოლეჯში ერთი თვის ვადით ძირითადად ზაფხულის პერიოდში (ივლისი-სექტემბერი).
პროგრამის მონაწილეები, როგორც წესი, უნდა იყვნენ უნივერსიტეტის პედაგოგები ან კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები, რომელთაც აქვთ სადოქტორო ხარისხი და სურთ, იმუშაონ კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, კონსულტაციები მიიღონ და სამეცნიერო და აკადემიური კავშირები დაამყარონ იქაურ სპეციალისტებთან.
უპირატესობა მიენიჭება მათ, ვინც მუშაობს ისეთ სპეციფიკურ პროექტზე, როგორიც არის წიგნი ან ახალი სალექციო კურსი და ასევე მათ, ვისაც არ ჰქონია უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.
ის აპლიკანტები, რომლებიც ორ თვეზე მეტი ხნის ვადით ნამყოფი არიან ან გეგმავენ გამგზავრებას უცხოეთში 2011 წლის 1 აპრილიდან კემბრიჯში გამგზავრების სავარაუდო თარიღამდე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან. ასევე, არ დაიშვებიან ის აპლიკანტები, რომლებმაც წინა წლებში ისარგებლეს ამ გრანტით.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2011 წლის 12 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.
დამატებითი ინფორმაცია კემბრიჯის უნივერსიტეტების დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: (http://www.cam.ac.uk/ )
საგანაცხადო ფორმებისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე ან იხილოთ ვებ გვერდი: http://www.cie.ge.
საერთაშორისო განათლების ცენტრი
თბილისი, ჭოველიძის 10
საკონტაქტო ტელეფონი: 2 25 26 15.