ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის სტიპენდიები ახალგაზრდა მკვლევარებისათვის

"კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი" (Academic Swiss Caucasus Net) 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება "გებერტ რიუფ ფონდიდან" და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.

პროგრამის ფარგლებში, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების ახალგაზრდა მკვლევარებს (დოქტორანტებს და პროფესორებს) შესაძლებლობა მიეცემათ მოკლევადიანი გრანტები მოიპოვონ ფრიბურგისა და შვეიცარიის სხვა უნივერსიტეტებში.

გრანტები დოქტორანტებს და პროფესორებს სთავაზობს:

•    შვეიცარიაში გამართულ კონფერენციებში მონაწილეობას;
•    მეცნიერთა გაცვლით პროგრამებს, შვეიცარიის აკადემიურ ინსტიტუტებში ვიზიტებს, რომელთა მიზანიცაა თანამშრომლობის ხელშეწყობა;
•    სპეციფიკურ კვლევით პროექტებთან დაკავშირებულ ვიზიტებს;
•    სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის პროცესში შვეიცარიის კვლევითი ინფრასტრუქტურის გამოყენებას (ბიბლიოთეკები, კვლევითი ცენტრები, პუბლიკაციები და სხვა).

გრანტი საშუალებას მისცემს მის მფლობელებს, გააფართოვონ თავიანთი აკადემიური ქსელი, შეხვდნენ კოლეგებს თავიანთ დარგსა და ექსპერტიზაში. გრანტები განკუთვნილია საქართველოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულების მკვლევარისთვის.

სააპლიკაციო ფორმა უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე. სხვა დოკუმენტების გაგზავნა შესაძლებელია ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენებზე.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 დეკემბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები