ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის (ASCN) საგრანტო კონკურსი

"კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელი"(Academic Swiss Caucasus Net) 5-წლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარება. იგი ფინანსდება "გებერტ რიუფ ფონდიდან" და ხორციელდება ფრიბურგის უნივერსიტეტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტიტუტის მიერ.

კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის მენეჯმენტი, რომელიც განთავსებულია შვეიცარიაში, ფრიბურგის უნივერსიტეტში, აცხადებს საგრანტო კონკურსს ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. სამეცნიერო პროექტების ფოკუსი და სამი თემა, რომელთა ფარგლებშიც მოხდება პროექტების მხარდაჭერა არის ტრანსფორმაცია - იდენტობები - სოციალური კაპიტალი.

თითოეული გამარჯვებული პროექტისთვის დაფინანსება წელიწადში შეადგენს მაქსიმუმ 20 000 შვეიცარულ ფრანკს. პროექტების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2 წელი. საწყისი დაფინანსება გაიცემა პირველი 12 თვისთვის.

სამეცნიერო პროექტების წარსადგენად გამოიყენეთ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა ჩამოტვირთოთ ვებგვერდიდან: www.ascn.ch

სააპლიკაციო ფორმის პირველი გვერდი უნდა იყოს ხელმოწერილი და დასკანირებული. ყველა დოკუმენტი(სააპლიკაციო ფორმა,რეზიუმე და სხვა) უნდა გაიგზავნოს ერთ PDF ფაილად კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის შემდეგ ელექტრონულ საფოსტო მისამართზე: info@ascn.ch

სამეცნიერო პროექტების შეფასება/შერჩევა მოხდება უცხოელი ექსპერტების მიერ.

პროექტების ჩაბარების ბოლო ვადა: 2010 წლის 7 ივნისი.

შედეგები გამოცხადდება 2010 წლის ივლისში. დამტკიცებული პროექტების დაფინანსება დაიწყება 2010 წლის სექტემბერში.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ:822 29 47 11

 

 

ბანერები