კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის (ASCN) მოკლევადიანი გრანტები
კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი (ASCN) აცხადებს მოკლევადიან სასტიპენდიო გრანტებს ქართველი დოქტორანტურის სტუდენტებისათვის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით. პროგრამაში მონაწილე კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა გაატარონ 3 თვე ფრიბურგის უნივერსიტეტში.
მოცემული გრანტებით სრულად ანაზღაურდება ვიზის, მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილისა და ყოველდღიური საჭირო ხარჯები.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
• წარმოადგენდნენ საქართველოს მოქალაქეებს;
• ფლობდნენ სოციალურ ან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს ან სწავლობდნენ დოქტორანტურაში;
• სპეციალიზაციის სფეროდ არჩეული ჰქონდეთ ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებები;
• სრულფასოვნად ფლობდნენ ინგლისურ, გერმანულ ან/და ფრანგულ ენებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.