კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის საერთაშორისო კონფერენცია ”პოლიტიკური ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში: საქართველოს შემთხვევა”
საერთაშორისო კონფერენცია ”პოლიტიკური ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში: საქართველოს შემთხვევა” ტარდება პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” მხარდაჭერით და განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევარებისთვის (დოქტორანტებისთვის). დოქტორანტებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი კვლევითი ნაშრომები შემდეგ თემებზე:
1) იდენტობები, ეთნიკურობა და კონფლიქტები;
2) სამოქალაქო საზოგადოება, სოცოალური ქსელები და სოციალური კაპიტალი;
3) სახელმწიფო სტრუქტურები, ელიტები და მმართველობა;
4) ეკონომიკა და სოციალური განვითარება;
კონფერენციის მიზანია:
• შესაძლებლობა მისცეს მკვლევარებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, შეხვდნენ ერთმანეთს, გააფართოვონ თავიანთი აკადემიური ქსელი, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, იმსჯელონ თავიანთ ნაშრომებზე /კვლევის შედეგებზე;
• განიხილონ ტრანსფორმაციის პროცესის თანმდევი გამოწვევები და წინააღმდეგობები, რომლის წინაშეც დგას სოციალური მეცნიერებები საქართველოში.
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
კონფერენციის მონაწილეები უნდა იყვნენ დოქტორანტები, რომლებიც მუშაობენ საქართველოს შესახებ საკითხებზე/თემებზე და სურთ განიხილონ და გაუზიარონ თავიანთი სადოქტორო კვლევითი ნაშრომი/ კვლევის შედეგები როგორც ქართველ, ისე უცხოელ კოლეგებს. კვლევითი ნაშრომი უნდა ჯდებოდეს თემატიკაში: ”პოლიტიკური ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში: საქართველოს შემთხვევა”.
• კვლევითი ნაშრომების თემატიკა აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს.
ასევე მიიღება ნაშრომები, რომლებიც შედარებით ანალიზს მოიცავს.
კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.
• ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს ერთ გვერდიანი ავტობიოგრაფია (CV),
• კონფერენციაზე წარსადგენი კვლევითი ნაშრომის აბსტრაქტი (300-500 სიტყვა) და სამოტივაციო წერილი 2011 წლის 14 მარტამდე;
• ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და გაერთიანებული 1 pdf ფაილად;
• კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2011 წლის 8 აპრილს;
• კონფერენცია ჩატარდება საქართველოში, თბილისის გარეთ;
• კონფერენციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს დაფარავს პროგრამა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ: 822 29 47 11.