კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის სტიპენდიები
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი აცხადებს სტიპენდიის პროგრამას კვლევითი ტრენინგისათვის.
პროგრამის მონაწილეს შესაძლებლობა ექნება:
• განავითაროს პრობლემატური საკითხების სწრაფი და სრულფასოვანი ანალიზის/გადაწყვეტის უნარი;
• სრულყოფილად დაეუფლოს ინგლისურ ენას (წერა);
• შეიძინოს გამოცდილება პროექტის მენეჯმენტსა და საორგანიზაციო საკითხებში;
• სრულყოფილად შეისწავლოს კომპიუტერული პროგრამები, მათ შორის სტატისტიკური პროგრამები;
• ურთიერთობები დაამყაროს გამოცდილების მქონე საზოგადო მოღვაწეებთან.
ცხრა თვის განმავლობაში კანდიდატი მიიღებს სტიპენდიას ყოველთვიურად 400 ამერიკული დოლარის ოდენობით.
მოვალეობები:
• პოლიტიკური კურსის ანალიზი;
• მონაწილეობა საერთო კვლევით პროექტებში (საქართველოს მომავალისათვის დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხებში);
• დაძაბულ რეჟიმში მუშაობა;
• სწავლა;
• აქტიურობა როგორც ჯგუფში, ასევე დამოუკიდებლად;
საჭირო მოთხოვნები:
• მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი;
• ასაკი: 20-30 წელი;
• 2011 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით დღეში მინიმუმ ექვსი საათი მუშაობის შესაძლებლობა;
• ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
• ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერა).
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.