კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის კარნეგის სტიპენდიების პროგრამა კვლევითი პროექტებისათვის
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) აცხადებს განაცხადების მიღებას კარნეგის სასტიპენდიო კვლევით პროგრამაში (CRFP) მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენელ სტუდნეტებს სთავაზობს კვლევითი საქმიანობის განხორციელების უნიკალურ შესაძლებლობებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მოცემული პროგრამა უმთავრესად განკუთვნილია სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განხრის სტუდენტთათვის, რომელთაც განაცხადების გაგზავნა შეუძლიათ აღნიშნულ სფეროებში ინდივიდუალური კვლევითი შესაძლებლობების მოპოვების მიზნით აშშ-ს უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. პროგრამა განკუთვნილია წარჩინებულ მკვლევართათვის, რომელნიც უკვე გამოირჩევიან მნიშვნელოვანი მიღწევებით კვლევითი საქმიანობის განხორციელებისას.
სასწავლო-კვლევითი პერიოდი: ოთხი თვე ( 2010 წლის სექტემბრიდან ან 2011 წლის იანვრიდან)
განაცხადები ბეჭდური სახით უნდა წარედგინოს კანდიდატთა კავკასიის კვლევითი რესურს-ცენტრების (CRRC) კანდიდატის სამშობლოში მდებარე ადგილობრივ ოფისებს. განაცხადები მიიღება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებისაგან. სტიპენდია ფარავს აშშ-ში კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ ყველა ხარჯს, ორმხრივი საჰაერო მგზავრობის ჩათვლით.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 აპრილი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11