ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კარიერა ალუმნებისათვის საჯარო სამსახურში (CAPS)

ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის მიზნების სფეროს გასაფართოვებლად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურო (ECA) და საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX) აცხადებს პროექტს "კარიერა ალუმნებისათვის საჯარო სამსახურში” (CAPS).
საკუთარ ქვეყანაში საჯარო სამსახურში მომუშავე მასკის პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამის მოთხოვნებს  მიიღებენ $300-ს სტიპენდიის სახით ექვსი თვის განმავლობაში.

პროგრამის მოთხოვნები:


აღნიშნული სტიპენდიის მისაღებად აპლიკანტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
•    იყოს ნებისმიერი წლის მასკის პროგრამის კურსდამთავრებული;
•    ანკეტის შეტანისას ცხოვრობდეს და მუშაობდეს პროგრამის მონაწილე 12 ქვეყანაში;
•    ჰქონდეს გარანტირებული სამსახური ან მოხალისეობრივი პოზიცია საჯარო სამსახურში ანკეტის შემოტანისას;
•    განავითაროს მასკის პროგამაში მონაწილეობისას დაწყებული საჯარო სამსახურის გამოცდილება შემდეგ სფეროშო საქმიანობით:

  1.     ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია;
  2.     სამთავრობო ორგანიზაცია;
  3.     საჯარო ინსტიტუტი, როგორიცაა სკოლა, უნივერსიტეტი, საავადმყოფო თუ კლინიკა.


განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 24 სექტემბერი, 17:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11

ბანერები