ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კანადის მონრეალის სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამა

კანადის ქალაქ მონრეალის უმაღლეს სასწავლებელთა გაერთიანება აცხადებს ე.წ. ,,e8” სამაგისტრო სასტიპენდების პროგრამას მყარი ენერგიის განვითარების მიმართულებით. პროგრამის მიზანია უზრუნველყოს მონაწილე სტუდენტებისათვის კვალიფიციური განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიწოდება, რათა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ საყოველთაო ცოდნის ამაღლებაში მყარი ენერგიის განვითარების სფეროში. სწავლება განხორციელდება ინგლისურ ენაზე. პროგრამა ორ წლიანია და სასწავლო პროცესის განმავლობაში წარჩინებული სტუდნეტებისათვის ითვალისწინებს ყოველწლიურად 23.000 აშშ. დოლარის ოდენობის სტიპენდიებს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს და დაინტერესებულნი იყვნენ დაეუფლონ მაგისტრის ხარისხს მყარი ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებულ სფეროებში.

სტიპენდიის მიღებით დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
•    რეზიუმე (CV);
•    სამოტივაციო წერილი;
•    მინიმუმ ბაკალავრის დიპლომის ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად, აგრეთვე სწავლის მთელ პერიოდში გავლილ თითოეულ კურსში მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
•    მონრეალის ერთ - ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მიღებული ოფიციალური მიღების წერილი სამაგისტრო პროგრამის გასავლელად მყარი ენერგიის განვითარების მიმართულებით;
•    სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალისაგან;
•    პერსონალური რეკომენდაცია კერძო პირისგან, რომელიც დაახასიათებს კანდიდატის ისეთ დამატებით უნარ - ჩვევებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ მას სტიპენდიის მიღებაში;
•    ცნობა განვითარებადი ქვეყნის მოქალაქეობის შესახებ.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 11 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები