ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კალიფორნიის უნივერსიტეტის საზაფხულო სესიები უცხოელი სტუდენტებისათვის

კალიფორნიის უნივერსიტეტის ინგლისური ენის შემსწავლელი საზაფხულო ინსტიტუტი სთავაზობს წამახალისებელი გარემოს შექმნას საზაფხულო პროგრამის გასავლელად ენის სრულყოფით დაინტერესებულ საერთაშორისო სტუდენტებს.

აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე, აიმაღლონ შრომისნაყოფიერება ან ჩაერთონ საუნივერსიტეტო საქმიანობაში. პროგრამაში მონაწილე სტუდენტები უნდა წარმოადგენდნენ უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს და უნდა იყვნენ 17 წლის ან მეტის.

ნებისმიერი კურსის გავლისას სტუდენტს საშუალება ექნება დახვეწოს უცხო ენა ადგილობრივ მოსახლეობასთან დიალოგის მეშვეობით. გათვალისწინებულია აგრეთვე ერთობლივი სადილები, ბერკლის წარჩინებულ პროფესორთა ლექციებზე დასწრება და სხვა.

კურსების დიდი ნაწილი არ ტარდება პარასკევობით, 3 დღიანი დასვენებისას საშუალება გექნებათ მოინახულოთ არაერთი გასართობი ადგილი.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 16 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://writing.berkeley.edu/summer

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № F 306
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები