ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კალიფორნიის უნივერსიტეტის კონკურსი სოციალური მეცნიერებებისა და ისტორიის მკვლევართათვის

კალიფორნიის ბერკლის  უნივერსიტეტის (UCB) სლავური, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტი (ISEEES) კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) ერთად აცხადებს კონკურსს სოციალური მეცნიერებებისა და ისტორიის მკვლევართათვის საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ორ კვირიან ვორქშოფში მონაწილეობის მისაღებად.

სამუშაო შეხვედრები გაიმართება კალიფორნიის უნივერსიტეტში, 2011 წლის 26 მარტიდან 9 აპრილამდე.

კონკურსის შედეგად შეირჩევა ოთხი მკვლევარი სამხრეთ კავკასიიდან, რომლებიც ამერიკელ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ საბაკალავრო და/ან სამაგისტრო სილაბუსის და სასწავლო მასალის შესაქმნელად საკუთარი კვლევის სფეროში.

პროგრამის სამუშაო ენა არის ინგლისური.

შერჩეულ მკვლევარებს ინსტიტუტი აუნაზღაურებს მგზავრობისა და ცხოვრების, ასევე სასწავლო მასალის ხარჯებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის მკვლევარებს მოეთხოვებათ:

•    საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეობა;
•    დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
•    ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა კვლევის დამოუკიდებლად ჩასატარებლად და სამეცნიერო დებატებში მონაწილეობისათვის.

სააპლიკაციო პაკეტი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:

•    შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
•    სამოტივაციო წერილი (აპლიკანტის კვლევითი და პედაგოგიური გამოცდილების აღწერითა და სამომავლო გეგმებით, მაქს. 3 გვერდი);
•    სამეცნიერო კვლევითი ნაშრომის ნიმუში (მაქს. 10 გვერდი);
•    ბიოგრაფია.

 საკონკურსო განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2011 წლის 4 თებერვლამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები