ჟან მონეს საზაფხულო სკოლა
ცენტრალური ევროპის საზაფხულო უნივერსიტეტი აცხადებს ჟან მონეს საზაფხულო სკოლის სტიპენდიას უნგრეთში, ქალაქ ბუდაპეშტში 2010 წლის 21 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით.
სამიზნე ჯგუფი:
აღნიშნული საზაფხულო სკოლა იღებს განცხადებებს მეცნიერებისგან (ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისგან, მკვლევარებისგან) ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, ევროპული სწავლების, ისტორიის, საზოგადოებრივი პოლიტიკის, ლინგვისტიკის, სამართლისა და ადამიანის უფლებების, ეკონომიკის და სხვა დარგებში.
სწავლების ენა: ინგლისური
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 15 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.summer.ceu.hu/02-courses/course-sites/romany/index-romany.php
http://www.sun.ceu.hu/03-application/howto_apply.php
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)