ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

იუნესკოს საერთაშორისო ინსტიტუტის დახელოვნების პროგრამა განათლების დაგეგმვისა და მართვის საკითხებზე

იუნესკოს საერთაშორისო ინსტიტუტი განათლების დაგეგმვისა და მართვის საკითხებზე გთავაზობთ დახელოვნების პროგრამას 2011-2012 სასწავლო  წლისთვის.  აღნიშნული პროგრამა გათანაბრებულია სამაგისტრო ხარისხთან. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც განათლების, ფინანსთა, დაგეგმარების სამინისტროთა და სამოქალაქო საზოგადოების საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და განვითარებად სახელმწიფოთა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და მეცნიერ–მუშაკებს. უპირატესობა მიენიჭება მდედრობითი სქესის კანდიდატებისაგან გაგზავნილ განაცხადებს.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხსა და სამ წლიან სამუშაო გამოცდილებას განათლების დაგეგმვასა და მართვასთან, ეკონომიკასთან, სტატისტიკურ მეცნიერებებთან დაკავშირებულ მიმართულებებში. მათი ასაკი არ უნდა იყოს 30 წელზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს. სავალდებულოა ინგლისური ან ფრანგული ენების, აგრეთვე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, Software) სრულფასოვნად ფლობა. წარჩინებული კანდიდატებს გაეწევათ დახმარება მასპინძელი უმაღლესი სასწავლებლებიდან ფინანსური დახმარების მოპოვებაში.

პროგრამაში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულმა კანდიდატემა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად უნდა გაგზავნონ დიპლომებისა და სერტიფიკატების დამოწმებული ფოტოასლები, აგრეთვე სამოტივაციო განცხადება შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან ფინანსური დახმარების მიღების შესახებ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემთხვევაში.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები