იუნესკოს პროგრამა განათლების დაგეგმარებისა და მართვის საკითხების შესწავლის ან კვალიფიკაციის ამაღლების მსურველთათვის
იუნესკოს საერთაშორისო ინსტიტუტი განათლების დაგეგმვისა და მართვის საკითხებზე გთავაზობთ დახელოვნების პროგრამას, რომელიც გრძელდება 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 30 ივნისამდე. აღნიშნული პროგრამა გათანაბრებულია სამაგისტრო ხარისხთან და ითვალისწინებს მაგისტრის ხარისხის ან განათლების დაგეგმარებისა და მართვის დიპლომის მინიჭებას. იუნესკოს საერთაშორისო ინსტიტუტი თავის თავზე იღებს გარკვეულ ხარჯებს, თუმცა, კანდიდატს თანადაფინანსებისთვის (პარიზში ცხოვრების ღირებულება, მგზავრობის ხარჯები, პედაგოგთა ანაზღაურება) ესაჭიროება 22 400 ევრო.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 თებერვალი.
სააპლიკაციო ფორმა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე: www.iiep.unesco.org
ან მიმართეთუნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)