ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

იუნესკო/ჩეხეთის რესპუბლიკის ერთობლივი სტიპენდების პროგრამა 2011-2012 აკადემიური წლისათვის

იუნესკო/ჩეხეთის რესპუბლიკა აცხადებს კონკურსს ერთობლივი სტიპენდიების შესახებ, რომელიც განკუთვნილია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ პირთათვის და მოიცავს სასწავლო პროგრამებს ჩეხეთის რესპუბლიკაში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სასწავლებლად.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს განვითარებადი ქვეყნების ადამიანური რესურსის გაძლიერებასა და ხალხთა შორის მეგობრობის გაღრმავებას.

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა განვითარებადი ქვეყნებისათვის აფინანსებს 2 გრძელვადიან სასწავლო პროგრამას ბაკალავრიატისა და მაგისიტრატურის საფეხურზე 2011-2012 აკადემიური წლების განმავლობაში.

კონკურსში უპირატესობა მიენიჭებათ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ ისწავლონ შემდეგი სამეცნიერო მიმართულებით:
•    ჰიდროლოგია;
•    გარემოსდაცვითი მეცნიერებები;
•    ჯანდაცვითი მომსახურეობა;
•    მედიცინა;
•    აგრარული მეცნიერებები;
•    მეტყევეობა;
•    ტექნიკური მეცნიერებები;
•    ეკონომიკა.

საჭირო საბუთები:
•    სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ ენაზე;
•    ორი ფოტო სურათი (3.5 X 4,5 ზომა);
•    აპლიკანტის საცხოვრებელი ბინის მისამართი (ბოლო ორი წლის მანძილზე).

•    ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამისათვის საჭირო დოკუმენტები:
ა) ზოგადსაგანმანათლებო სკოლის დამამთავრებელი ატესტატის დამოწმებული ასლი, ატესტატს თან უნდა ერთვოდეს სწავლის დროს გავლილი საგნების ჩამონათვალი და ნიშნების ფურცელი;
ბ) ჩეხურ ენაზე ნათარგმნი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრების ატესტატი, საგნების და ნიშნების მითითებით; (სავალდებულოა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის დამოწმება საგარეო საქმეთა სამინისტროს ან აპლიკანტის ქვეყანაში მოქმედი ჩეხეთის საელჩოს მიერ);
გ) ჯანმრთელობის ცნობა (გაცემული საგრანტო დოკუმენტაციის წარდგენამდე ბოლო ორი თვის მანძილზე) ნათარგმნი ჩეხურ ენაზე;
დ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი;
ე) აპლიკანტის მიერ ხელმოწერილი ”დეკლარაცია”, რომელიც ადასტურებს, რომ აპლიკანტი გაეცნო და ეთანხმება ჩეხეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებულ სწავლების პირობებს;
ვ) დაბადების მოწმობის ასლი (ნათარგმნი ჩეხურ ენაზე);
ზ) პასპორტის ასლი.

•    მაგისტრატურის სასწავლო პროგრამისათვის საჭირო დოკუმენტები:
ა) დიპლომის ან ბაკალავრიატის დამთავრების დამადასტურებული სხვა დოკუმენტის ასლი (ნოტარიალურად დამოწმებული);
ბ) დიპლომის ან ბაკალავრიატის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თარგმანი ჩეხურ ენაზე (სავალდებულოა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის დამოწმება საგარეო საქმეთა სამინისტროს ან აპლიკანტის ქვეყანაში მოქმედი ჩეხეთის საელჩოს მიერ);
გ) ჯანმრთელობის ცნობა (გაცემული საგრანტო დოკუმენტაციის წარდგენამდე ბოლო ორი თვის მანძილზე) ნათარგმნი ჩეხურ ენაზე;
დ) აპლიკანტის მიერ ხელმოწერილი ”დეკლარაცია”, რომლიც ადასტურებს, რომ აპლიკანტი გაეცნო და ეთანხმება ჩეხეთის მთავრობის მიერ შემოთავაზებულ სწავლების პირობებს;
ე) დაბადების მოწმობის ასლი (ნათარგმნი ჩეხურ ენაზე);
ვ) პასპორტის ასლი.

საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 20 დეკემებრი, 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები