ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

იტალიის წმ. ანას სკოლის სადოქტორო სტიპენდიები პოლიტიკურ მეცნიერებებში

იტალიის წმ. ანას უმაღლესი სკოლა აცხადებს სამ სადოქტორო სტიპენდიას პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრება 14.500 ევროთი ყოველწლიურად და ითვალისწინებს სკოლის ტერიტორიაზე უფასო კვებას, საცხოვრებელი ადგილისა და სასწავლო ხარჯების სრულად ანაზღაურებას. სასწავლო კურსი დაიწყება 2011 წლის 20 იანვარს.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში. 2010 წლის 30 სექტემბრისათვის მათი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები