იტალიის ტრენტოს უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები
იტალიის ტრენტოს უნივერსიტეტი აცხადებს სადოქტორო სტიპენდიების პროგრამას.
პროგრამა 3-წლიანია და მოიცავს შემდეგ ძირითად სფეროებს:
• მათემატიკა;
• ფსიქოლოგიური მეცნიერებები და განათლება;
• გარემოპირობების ინჟინერია;
• შედარებითი და ევროპული სამართალი;
• ბიომოლეკულური მეცნიერებები;
• ჰუმანიტარული მეცნიერებები;
• ფიზიკა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალობებში მაგისტრის ხარისხის მფლობელი კანდიდატები განურჩევლად სქესისა, ასაკისა და ეროვნებისა, თუ მათ მიერ მიღებული დიპლომი ოფიციალურად უთანაბრდება იტალიის ე.წ. “laurea specialistica” ან “laurea magistrale” დიპლომებსა და სერტიფიკატებს. უპირატესობა მიენიჭებათ სამეცნიერო განხრით მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადებია:
• მათემატიკა- 30/09/2011 16:00:00 სთ.;
• ფსიქოლოგიური მეცნიერებები და განათლება -31/08/2011 16:00:00 სთ.;
• გარემოპირობების ინჟინერია - 12/10/2011 16:00:00 სთ.;
• შედარებითი და ევროპული სამართალი - 27/07/2011 16:00:00 სთ.;
• ბიომოლეკულური მეცნიერებები - 04/10/2011 16:00:00 სთ.;
• ჰუმანიტარული მეცნიერებები -15/09/2011 16:00:00 სთ.;
• ფიზიკა- 28/09/2011 16:00:00 სთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.