ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

იტალიის ტერემოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა სამართალმცოდნეობაში

იტალიის ტერემოს უნივერსიტეტი აცხადებს ერთ წლიან სამაგისტრო პროგრამას. პროგრამის სახელწოდებაა „საერთაშორისო თანამშრომლობა ორგანიზებული ტრანსნაციონალური ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ“.

პროგრამა იყოფა სამ ნაწილად:
პირველი ნაწილი მოიცავს სასწავლო-აღმზრდელობით პროგრამას (200 აკადემიური სააათი), მეცადინეობები ჩვეულებრივ გაიმართება კვირაში სამი დღის განმავლობაში.

მეორე ნაწილი მოიცავს სტაჟირების პროგრამას საერთაშორისო, ეროვნულ ორგანიზაციებში ან სამეცნიერო  დაწესებულებებში. სტაჟირების ხანგრძლივობა განსაზღვრული არ არის.

მესამე ნაწილი მოიცავს სამაგისტრო ნაშრომის (100 გვერდი) დამუშავებასა და დაცვას ტერემოს უნივერსიტეტში. იმ სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომი, რომელთაც არ გაუვლიათ პროგრამის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სტაჟირება, უნდა შედგებოდეს მინიმუმ 300 გვერდისგან.

სამუშაო ენა: ინგლისური.

კანდიდატებს, რომლებიც წარადგენენ ფინანსური საჭიროების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, შეუძლიათ განაცხადი წარადგინონ მგზავრობის, არსებობისა და ტერემოს უნივერსიტეტში სწავლის (სტაჟირების ჩათვლით) ხარჯების ამანაზღაურებელი სტიპენდიის მოსაპოვებლად. ყველა კანდიდატი ვალდებულია გადაიხადოს ტერემოს უნივერსიტეტში ჩარიცხვის საფასური 1.800 ევროს ოდენობით 2011 წლის 28 თებერვლისათვის. აღნიშნული ვადის გადაცილება დასაშვებია, თუ კანდიდატი დროულად ვერ მოიპოვებს იტალიაში გასამგზავრებელ ვიზას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    სამოტივაციო წერილი;
•    დეტალური რეზიუმე (CV);
•    აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
•   სარეკომენდაციო წერილი პროფესორისაგან, პრაქტიკოსი იურისტისაგან ან შესაბამისი დაწესებულება/ორგანიზაციის წარმომადგენლისაგან, რომელსაც თან უნდა დაერთოს რეკომენდატორის სრული საკონტაქტო ინფორმაცია.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები