იტალიის მთავრობის მიერ დაფინანსებული სტიპენდიები
იტალიის მთავრობის მიერ ქართველი სტუდენტებისათვის 2010-2011 აკადემიური წლისათვის გამოყოფილი სტიპენდიების ფარგლებში, გაიცემა Premio Roma-ს სამი სტიპენდია, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არის 12 თვე (1 სტიპენდია - ხმის ოპერატორის, 1 სტიპენდია - საოპერო ვოკალის და 1 სტიპენდია - მუზეუმების მართვის სპეციალობებისთვის). სასწავლო სტიპენდიის მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს, ხოლო მაქსიმალური ხანგრძლივობა ექვსს თვეს.
სტუდენტებმა შევსებული განცხადებები ამობეჭდილი სახით უნდა წარადგინონ საქართველოს კულტურის სამინისტროში 2010 წლის 15 აპრილამდე. დაინტერესებულ პირებს განაცხადის გადმოტვირთვა შეუძლიათ იტალიის საელჩოს ვებგვერდიდან: www.ambtbilisi.esteri.
კანდიდატებთან გასაუბრებები გაიმართება ა.წ. 6 მაისს 15:00 საათზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროში.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220
ტელ: 822 29 47 11