ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

იტალიის მილანის სტიპენდიები საჯარო ეკონომიკის განხრით

იტალიის მილანის კათოლიკური უნივერსიტეტის საჯარო ეკონომიკის უმაღლესი სკოლა მილანის ბიკოჩას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით აცხადებს წინასწარ კონკურსს ეკონომიკასა ან მონათესავე სფეროებში მაგისტრის ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის საჯარო ეკონომიკის განხრით სადოქტორო სასწავლო კურსის გასავლელად გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამა 3 წლიანია და სტიპენდიის  ოდენობა შეადგენს 13,600 ევროს. განაცხადის გაგზავნის საფასურია 60 ევრო.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებულ წინარე სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    რეზიუმე (CV);
•    აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგისტრის დიპლომი ნიშნების ფურცელთან ერთად), რომელიც ექვივალენტური უნდა იყოს იტალიაში გაცემული შესაბამისი დოკუმენტაციის სტარნდარტებთან;
•    თუ კანდიდატი უკვე მიღებულია კონკრეტულ სასწავლო პროგრამაზე, ჩარიცხვის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
•    აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტაციისა და ნიშნების ფურცლების ფოტოასლები;
•    ორი კონფიდენციალური ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელთაგან;
•    2010 წლის 1 იანვრის შემდეგ ჩაბარებული GMAT ან GRE გამოცდის შედეგების ამსახველი დოკუმენტაცია;
•    ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ - ერთი დოკუმენტაცია: TOEFL, იელტური შეფასების, FCE, CAE, CPE ან BEC ტესტებში მიღებული ოფიციალური შეფასებები;
•    არაუმეტეს 15.000 ასოსგან შემდგარი სამოტივაციო განცხადება;
•    უნდა მიეთითოს აგრეთვე სტუდენტის საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და სკაიპის საკონტაქტო მონაცემები.

წინასწარი განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები