ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

იტალიის ინსტიტუტის (ISD) სტიპენდიები მოდის, დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციის სფეროში სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის

(2010 წლის 7 იანვარი)

იტალიის ქ. ნეაპოლის დიზაინის მაღალი ხარისხის ინსტიტუტი (The Istituto Superiore di Design in Napoli) გთავაზობთ სასწავლო კურსების ფართო არჩევანს მოდის, დიზაინისა და ვიზუალური კომუნიკაციის სფეროებში.

ISD წარჩინებულ ქართველ სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიებს, დადგენილი სწავლების საფასურის (50%) ნახევარს.

სპეციალობები:- მაგისტრი მოდის დიზაინში - სტიპენდიის ღირებულება4.800.00 ევრო;

- მაგისტრი გრაფიკულ დიზაინში - სტიპენდიის ღირებულება 4.800.00 ევრო;

- მაგისტრი ინტერიერის დიზაინში - სტიპენდიის ღირებულება 4.800.00 ევრო.

- გაძლიერებული კურსი მოდის დიზაინში - სტიპენდიის ღირებულება 4.200.00 ევრო;

- გაძლიერებული კურსი გრაფიკულ დიზაინში - სტიპენდიის ღირებულება 4.200.00 ევრო;

- გაძლიერებული კურსი ინტერიერის დიზაინში - სტიპენდიის ღირებულება 4.200.00 ევრო.

სტიპენდიები დაინიშნება აკადემიური მოსწრებისა და სხვა წარმატებების მიხედვით.განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა

2009 წლის 15 ნოემბერი.

კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას გამარჯვებული სტუდენტები მიიღებენ ელ-ფოსტის მეშვეობით მითითებული ვადის ამოწურვიდან 3 დღის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: www.isdnapoli.it

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები