ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

იტალიის გენუის EMUNI-ს უნივერსიტეტის სადოქტორო–კვლევითი სემინარი

იტალიის ქალაქ გენუის EMUNI-ს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის სადოქტორო–კვლევით სემინარში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით: „სამოქალაქო უფლებების დაცვა და მიგრანტთა უფლებები ხმელთაშუაზღვის თანამეგობრობის ჩარჩოში“. სემინარი გაიმართება გენუის EMUNI-ს უნივერსიტეტში 2011 წლის 18 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით. პროგრამაში მონაწილეობისათვის ვაკანტურია 25 ადგილი.

სემინარში მონაწილეობის მისაღებად დაიშვებიან პოლიტიკურ მეცნიერებათა ან მონათესავე მიმართულებების სტუდენტები, რომელთაც გავლილი აქვთ საუნივერსიტეტო სწავლების მინიმუმ სამი წლიანი კურსი, აგრეთვე დოქტორანტები და ადამიანის უფლებათა დაცვისა და თანამშრომლობის მიმართულებით მომუშავე პრაქტიკოსი მუშაკები.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის საფასურია 100 ევრო, თავად სემინარზე დასწრების საფასური კი 200 ევრო. მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო დაბინავებით შვიდი ღამის განმავლობაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც თან უნდა დაურთონ რეზიუმე (CV) და სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალის წარმომადგენლისაგან.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 მაისი.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები