ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

იტალიის ევროპული უნივერსიტეტის მაქს ვებერის პოსტსადოქტორო სტიპენდიის პროგრამა

იტალიის ევროპული უნივერსიტეტი აცხადებს მაქს ვებერის პოსტსადოქტორო სტიპენდიის პროგრამას ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებების სტუდენტებისათვის.

პროგრამაში მონაწილეობისათვის კანდიდატს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მიღებული უნდა ჰქონდეს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განხრით ან კანდიდატი უახლოეს მომავალში უნდა იცავდეს სადოქტორო ნაშრომს. შესარჩევ კონკურსზე არ დაიშვება კანდიდატი, რომელსაც დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიღებული აქვს 2005 წლის 1 სექტემბრამდე.

სტიპენდიების ხანგრძლივობა:
•    12 -დან 24 თვემდე.

კანდიდატებმა სააპლიკაციო ფორმაში უნდა მიუთითონ მათთვის სასურველი პერიოდი პროგრამის გასავლელად. პროგრამაში მონაწილეობის პერიდში კანდიდატები იცხოვრებენ ფლორენციაში.

სტიპენდიის ოდენობა:
•    თვეში 2000 ევრო;
•    დამატებითი შემოსავლის ოდენობის გათვალისწინებით სტიპენდიის მინიმალური თანხა შეადგენს 1250 ევროს.

განაცხადის ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 25 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები