ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

იტალიის „ე ალა რიკერსას“ უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები

იტალიის „ე ალა რიკერსას“ უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას მეცნიერებათა ან ხელოვნების მაგისტრის ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისაგან სამწლიან პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. 
სტიპენდიის ყოველწლიური ოდენობა შეადგენს 14.5000 ევროს, რომელიც მოიცავს საცხოვრებელი ადგილისა და კვების ხარჯებს.
კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისური ენის სრუყოფილად ცოდნის დამადასტურებელ დოკუმენტს.
პროგრამა მოიცავს შემდეგ სასწავლო–კვლევით სპეციალობებს:
•    პიროვნება, ადამიანის უფლებები და კონფლიქტები პოლიტიკურ თეორიაში;
•    კონფლიქტი და პოლიტიკური სისტემები საერთაშორისო ურთიერთობებში;
•    საერთაშორისო და ევროპული პოლიტიკური ეკონომიკა;
•    ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები და ინსტიტუტები: საერთაშორისო სამართლის ამოსავალი წერტილები;
•    უფლებები და სოციალური კაპიტალი რეგიონული განვითარების პოლიტიკაში;
•    აგრარული სამართალი, გარემოს დაცვის სამართალი და გარესამყაროს სტაბილური განვითარება.

დაინტერესებული კანდიდატი უნდა ფლობდეს მეცნიერებათა ან ხელოვნების მაგისტრის ხარისხს ზემოთჩამოთვლილ სფეროთაგან ერთერთში მაინც.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11

ბანერები