იტალიის ბოლზენის საზაფხულო სკოლა
იტალიის ქალაქ ბოლზენის ევროპული აკადემიის ეროვნული უმცირესობების ინსტიტუტი (EURAC) აცხადებს კონკურსს ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელი მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის საერთაშორისო სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მიეძღვნება ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვას, ასევე მათი მრავალფეროვნების მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა - განხილვას. გარდა სტუდენტებისა, საზაფხულო პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე სხვადასხვა პროფესიის მეცნიერ - მკვლევართა მონაწილეობასაც. წარჩინებული კანდიდატებისთვის გათვალისწინებულია ხუთი სრული სტიპენდიის გამოყოფა. საზაფხულო სკოლა ჩატარდება ქალაქ ბოლზენში 2011 წლის 19 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით.
სტიპენდიები, რომლებიც არ გაიცემა ნაღდი ანგარიშსწორებით, სრულად ფარავს სასწავლო პროცესთან, პროგრამის მსვლელობის პერიოდში დაბინავებასა და მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება, თუ რატომ დააინტერესა კანდიდატი მოცემულმა პროგრამამ და როგორ აპირებს იგი შეძენილი ცოდნის გამოყენებას საკუთარ ქვეყანაში არსებულ ეროვნულ უმცირესობათა დაჯგუფების სასარგებლოდ;
• სრული რეზიუმე (CV), სადაც მოცემული იქნება ინფორმაცია კანდიდატის საგანმანათლებლო მოღვაწეობის, პროფესიული საქმიანობის, ენების ფლობისა და სხვა მიღწევების შესახებ.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 25 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.