ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ინტელექტუალური გაცვლის სტიპენდიების პროგრამა 2011-2012

‘’Japan Foundation’’ აცხადებს ინტელექტუალური გაცვლის სტიპენდიების პროგრამას. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს, მკვლევარებს, ჯურნალისტებს, ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებების სპეციალისტებს. კანდიდატთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს და სრულფასოვნად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. იაპონური ენის ფლობა სავალდებულო არ არის. პროგრამა დახმარებას გაუწევს იმ კანდიდატებსაც, რომელთაც თავად შეუძლიათ მოიძიონ საკუთარ საქმიანობასთან შესაბამისი დაწესებულება – ორგანიზაციები და ხელმძღვანელები იაპონიაში.
პროგრამა ჩატარდება 2011 წლის 20 მაისიდან 2012 წლის 25 მარტის ჩათვლით.  სტიპენდიანტის მიერ პროგრამის გასავლელად შერჩეული პერიოდი არ უნდა იყოს 30 დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს.
სტიპენდია ფარავს: ორმხრივ საჰაერო მგზავრობას; დაბინავების, კვების, ადგილობრივი ტრანსპორტირების, კვლევებისა და სხვა აუცილებელ ხარჯებს ყოველდღიურად 17000 იაპონური იენის ოდენობით; აგრეთვე სტიპენდიანტის ხელმძღვანელისა და თავად სტიპენდიანტის ასისტენტის ანაზღაურებას.

მოცემულ პროგრამაზე წარდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    რეზიუმე (CV);
•    გამოქვეყნებული ნაშრომების ჩამონათვალი;
•    სარეკომენდაციო წერილი;
•    გაწევრიანებაზე თანხმობის წერილი იაპონიიდან;

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010წლის 6 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის  გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები