ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის კონკურსი

განცხადებები

სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი აცხადებს 2010 წლის პირველ საგრანტო კონკურსს. კონკურსის ფარგლებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს. ფონდი განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდება იმ საინიციატივო ჯგუფებისა და ახალდაფუძნებული ორგანიზაციების საპროექტო განცხადებას, რომელთათვისაც აღნიშნული კონკურსი შესაძლოა წარმოადგენდეს პირველი დაფინანსების მიღების საშუალებას.

სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი განსაკუთრებით მიესალმება ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია საქართველოს რეგიონებსა და თემებში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.

მთლიანი საკონკურსო თანხა შეადგენს 300 000 ლარს. ფონდი უფლებას იტოვებს, საგრანტო თანხა არ აითვისოს სრულად, თუ ვერ მიიღო კონკრეტული განაცხადების საკმარისი რაოდენობა, ასევე დიდი რაოდენობით საინტერესო განცხადების მიღების შემთხვევაში, გაზარდოს საკონკურსო თანხის რაოდენობა. ფონდი უპირატესობას მიანიჭებს იმ საპროექტო განაცხადებს, რომელთა მიერ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება  5 000 ლარს, თუმცა გამონაკლისის სახით ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროექტები შეიძლება, არ შეიზღუდოს მითითებული თანხით. გაითვალისწინეთ, რომ ფონდი აღნიშნულ პრაქტიკას მხოლოდ და მხოლოდ იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში მიმართავს.

კონკურსის პრიორიტეტული მიმართულება

2010 წლის პირველი კონკურსის ფარგლებში ,,სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი” პრიორიტეტად გამოყოფს- სამოქალაქო განვითარებასა და თანამონაწილეობას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 22 მაისი 17:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:

ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,

ტელ: 822 29 47 11

 

ბანერები