ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ინგლისის იორკის წმ. ჯონის უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდიები

ინგლისის იორკის წმ. ჯონის უნივერსიტეტი აცხადებს სტიპენდიის პროგრამას. დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ ან უმოკლეს ვადებში უნდა იღებდნენ შესაბამის სამეცნიერო (მაგისტრის) ხარისხს. კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გააგზავნონ სამუშაო გეგმის მონახაზი  ქვემოთჩამოთვლილ მიმართულებებში:
•    კინოფილმი: თეორია/ანალიზი/განხორციელება;
•    თეატრი და სამსახიობო ხელოვნება: თეორია/ანალიზი/დადგმა/;
•    ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება „Lingua Franca in TESOL’’;
•    შემოქმედებითობა და განათლება;
•    ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის სათანადო საინფორმაციო კონსულტაციის გაწევა.

სტიპენდია სრულად აანაზღაურებს სასწავლო და პირველადი საჭიროების ხარჯებს, ყოველწლიურად 13.800 ევროს ოდენობით. სტიპენდიების გაცემა დაიწყება 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 16 ივლისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები