ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ინდოეთის რესპუბლიკის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის

ინდოეთის კულტურული ურთიერთობების საბჭომ (ICCR) და ინდოეთის საერთო კულტურული სტიპენდიების პროგრამამ (GCSS) საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყო ორი ადგილი ინდოეთის აკრედიტებულ უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 2010-2011 სასწავლო წლისთვის.


საბაკალავრო პროგრამაზე განაცხადის შესატანად საჭიროა კანდიდატს დამთავრებული ჰქონდეს საშუალო სკოლა და ფლობდეს ინგლისურ ენას. სამაგისტრო პროგრამაზე კი კანდიდატი უნდა ფლობდეს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს და ინგლისურ ენას.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: http://indianembassy.am/eng/MS_14.html
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 337,
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები