ინდოეთის რესპუბლიკის სამაგისტრო პროგრამები
ინდოეთის რესპუბლიკის ქ. ნიუ დელიში არსებული კვლევითი უნივერსიტეტი TERI სამაგისტრო პროგრამების ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტებს მდგრადი განვითარების სხვადასხვა სფეროდან სთავაზობს სტიპენდიას შემდეგი სპეციალობების განხრით: გარემოს შესწავლა; ბუნებრივი რესურსების მართვა; გარემოსა და რესურსების ეკონომიკა; ჰიდრო რესურსების მართვა; გეოინფორმატიკა; კლიმატის შემსწავლელი მეცნიერება და კლიმატის პოლიტიკა; განახლებადი ენერგიის ინჟინერია და მართვა. სტიპენდიების მინიჭება განხორციელდება კანდიდატის წარსული აკადემიური მოსწრებისა და სამომავლო მისწრაფებების გათვალისწინებით. საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილი სტიპენდია მოიცავს: სასწავლო გადასახადის სრულად ანაზღაურებას, გრანტს სახელმძღვანელოებისათვის 15,000 ინდური რუპიის ოდენობით (ნაწილ–ნაწილ ორჯერადად), საცხოვრებელ ხარჯებს 25,000 ინდური რუპიის ოდენობით ყოველთვიურად, აგრეთვე სამშობლოდან ინდოეთში ორმხრივი საჰაერო მგზავრობისა და დაბინავების ხარჯებს. სტიპენდიის მთლიანი ოდენობა შეადგენს 60.000 ინდურ რუპიას.
დაინტერესებულმა საერთაშორისო კანდიდატებმა სრულად შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ სამომავლო მისწრაფებათა მკაფიოდ დამახასიათებელი ესე. ესე გაგზავნილი უნდა იყოს „Microsoft Word Document”-ის ფორმატში და არ უნდა აღემატებოდეს 1000 სიტყვას.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის უნივერსიტეტის 15 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.