ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდია

ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი) აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეცნიერთათვის - 2010 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

პროექტის მიზანია, ღიად გამოცხადებული კონკურსის გზით, იმ ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტები და დოქტორანტები) წახალისება, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების განხრით და გამოირჩევიან აქტიური სამეცნიერო საქმიანობით.

კონკურსის პირობები:

ა) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე, სტიპენდია გაიცემა ყოველთვიურად, ერთი წლის განმავლობაში.

ბ) სტიპენდიის ოდენობაა თვეში 300 ლარი.

კონკურსანტისადმი წაყენებული მოთხოვნები:

ა) უნდა იყოს 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;

ბ) უნდა იყოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების მაგისტრანტი ან დოქტორანტი;

გ) ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი ნაშრომი მაღალი რეიტინგის მქონე ჟურნალში, ქართველოლოგიური, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებების განხრით.

საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის პირობები:

1. კონკურსანტმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს პირადად, ქართულ ენაზე, 3 (სამ) ნაბეჭდ ეგზემპლარად.

2. ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდში (რუსთაველის ფონდში) საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 1 დეკემბრის 18:00 სთ.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2010 წლის იანვარში.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი: http://rustaveli.org.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=6&id=177

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები