ილია აბულაძის სახელობის სტიპენდია
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აწესებს დიდი ქართველი მეცნიერის ილია აბულაძის სახელობის სტიპენდიას მაღალი აკადემიური მოსწრების ჰუმანიტარული მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
სტიპენდია კონკურსის წესით გაიცემა 1 სტუდენტზე თვეში ერთხელ 1 სემესტრის განმავლობაში. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 100 (ასი) ლარს.
სტიპენდიის მიღების მსურველებმა 2010 წლის 15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით (ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა) 18 საათამდე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ:
1. განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე (ფორმა მიეწოდება კონკურსანტს ადგილზე);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
4. აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტი, დამოწმებული დეკანატის მიერ;
5. ორი პედაგოგის (ერთი სასურველია – სამეცნიერო ხელმძღვანელის) რეკომენდაცია, მათი საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
6. სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში);
7. სამეცნიერო კონფერენციებში და პროექტებში მონაწილეობის ჩამონათვალი;
8. ერთ-ერთი მოხსენება/სტატია/ნაშრომი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
9. ესსე ილია აბულაძის შესახებ (არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა).
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.