ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

იელის უნივერსიტეტის ლუის უოლპოლის ბიბლიოთეკის სტიპენდიები და სამგზავრო გრანტები

აშშ–ს იელის უნივერსიტეტის ”Lewis Walpole” - ის ბიბლიოთეკა გთავაზობთ მოკლევადიან საცხოვრებელ დაფინანსებასა და სამგზავრო გრანტებს, რომ დაეხმაროს ბიბლიოთეკის მე-18 საუკუნის ბრიტანული მასალების კვლევას. ბიბლიოთეკა შეიცავს ხელნაწერ მასალებს, იშვიათ წიგნებს, ფერწერულ ნამუშევრებს და ა.შ. დაფინანსება განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს დოქტორანტურის შემდგომ სამუშაოებზე და კვლევაზე.

”Lewis Walpole”-ის ბიბლიოთეკის მიერ შემოთავაზებული ერთთვიანი სტიპენდიის პროგრამა შეიცავს სამგზავრო,  საცხოვრებელი  ხარჯების ანაზღაურებასა და სტიპენდიას 2,000 აშშ დოლარის ოდენობით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ რეზიუმე (CV) და კვლევითი ნაშრომის თეზისები არაუმეტეს 3 გვერდისა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 18 იანვარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები