იაპონიის საერთაშორისო სტიპენდიები
ცხადდება ჰონჯოს საერთაშორისო სტიპენდიების პროგრამა. პროგრამა ითვალისწინებს 15-20 სტიპენდიას. პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი არ უნდა იყოს იაპონიის მოქალაქე და უნდა საჭიროებდეს ფინანსურ დახმარებას.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა პროგრამის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია და შემდეგი დოკუმენტების გაგზავნა:
• სტიპენდიის სააპლიკაციო ფორმა;
• რეზიუმე;
• 1 სარეკომენდაციო წერილი;
• პირადი ინფორმაცია;
• აკადემიური მოსწრების ფურცელი;
• კვლევის გეგმა;
• ჩარიცხვის წერილი.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.