იაპონიის მთავრობის სტიპენდიები 2012 სასწავლო წლისათვის
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო საერთაშორისო სტუდენტებს, რომელთაც სურთ პირველ საფეხურზე სწავლა ან კვლევითი საქმიანობის განხორციელება, სთავაზობს სტიპენდიებს 2012 წლის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში.
კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად სტიპენდიების მოპოვების მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• განაცხადი (იხილეთ ვებ - გვერდი);
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ ვებ - გვერდი);
• შერჩეული მიმართულებისა და სასწავლო პროგრამის განმსაზღვრელი სტანდარტული ფორმა (იხილეთ ვებ - გვერდი);
• უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გადაღებული 4.5X3.5 ზომის 4 ფოტოსურათი, სადაც გარკვევით უნდა ჩანდეს კანდიდატის სახე და ზედატანი, უკანა გვერდზე კი უნდა მიეწეროს სტუდენტის ვინაობა და ეროვნება. ფოტოები უნდა მიებას სააპლიკაციო ფორმაზე;
• მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში გატარებულ თითოეული სასწავლო წლის აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ნიშნების ფურცელი). დოკუმენტაცია გაცემული უნდა იყოს თავად უმაღლესი სასწავლებლის მიერ (ორიგინალი ორ ასთან ერთად);
• მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი მშობლიური უმაღლესი სასწავლებლიდან ან ცნობა, რომ სტუდენტი ნამდვილად მიიღებს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს სააპლიკაციო ვადის დასრულებამდე (ორიგინალი ორ ასლთან ერთად);
• სარეკომენდაციო წერილი მშობლიური უმაღლესი სასწავლებლის მმართველისგან ან სტუდენტის უშუალო ხელმძღვანელისგან (იხილეთ ვებ - გვერდი) – ორიგინალი ორ ასლთან ერთად;
• სარეკომენდაციო წერილი კანდიდატის ამჟამინდელი დამსაქმებლისაგან (თუ იგი დასაქმებულია) (იხილეთ ვებ - გვერდი) – ორიგინალი ორ ასლთან ერთად;
• ჯანმრთელობის ცნობა (იხილეთ ვებ - გვერდი) – ორიგინალი ორ ასლთან ერთად;
• კვლევითი ნაშრომის თეზისები – ორიგინალი ორ ასლთან ერთად;
• გამომსახველობითი ხელოვნების ან მუსიკის მიმართულებით სწავლის მსურველმა კანდიდატებმა უნდა გაგზავნონ საკუთარი ხელოვნების ნაწარმოების ფოტო ან მუსიკალური შესრულების აუდიოჩანაწერი – ორიგინალი ორ ასლთან ერთად.
რაც შეეხება სწავლების პირველი საფეხურის გასავლელად სტიპენდიების მოპოვების მსურველ კანდიდატებს, მათ ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ ვებ - გვერდი);
• დამატებითი სააპლიკაციო ფორმა მხოლოდ პირდაპირი განაწილებით მოხვედრის მსურველი კანდიდატებისთვის (იხილეთ ვებ - გვერდი);
• უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში გადაღებული 4.5X3.5 ზომის 3 ფოტოსურათი, სადაც გარკვევით უნდა ჩანდეს კანდიდატის სახე და ზედატანი, უკანა გვერდზე კი უნდა ეწეროს სტუდენტის ვინაობა და ეროვნება. ფოტოები მიმაგრებულ უნდა იქნას სააპლიკაციო ფორმაზე;
• უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მშობლიური უმაღლესი სასწავლებლიდან – ორიგინალი ერთ ასლთან ერთად;
• სარეკომენდაციო წერილი მშობლიური უმაღლესი სასწავლებლის მმართველისგან ან სტუდენტის უშუალო ხელმძღვანელისგან (იხილეთ ვებ - გვერდი) – ორიგინალი ერთ ასლთან ერთად;
• საშუალო განათლების ატესტატი და ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომ სტუდენტი გადის კონკრეტულ საბაკალავრო პროგრამას ხარისხის მინიჭების მიზნით – ორიგინალი ერთ ასლთან ერთად;
• ცნობები იაპონიის უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩაბარებისა (აუცილებლობის შემთხვევაში) და ჩარიცხვის შესახებ (თუ სტუდენტი უკვე ჩარიცხულია კონკრეტული პროგრამის გასავლელად) – ორიგინალები თითო ასლთან ერთად;
• ჯანმრთელობის ცნობა (იხილეთ ვებ - გვერდი);
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 7 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.