იაპონიის მთავრობის სტიპენდიები 2011
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს. სტიპენდიის მიზანია იაპონური ენისა და კულტურის შესწავლის გზით ურთიერთგაგების ხელშეწყობა და მეგობრული კავშირების გაღრმავება იაპონიასა და სხვა ქვეყნებს შორის.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა იაპონიის საელჩოში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმები;
• ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაღებული 4.5x3.5 ზომის ორი ციფრული ფოტო;
• თითოეულ სასწავლო წელს გამოვლენილი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და დიპლომის ორიგინალები ან დამოწმებული ასლები;
• დამსაქმებლის რეკომენდაცია;
• ცნობა სამუშაო ადგილიდან;
• ჯანმრთელობის ცნობა.
თუ კანდიდატს ჯერ არ აქვს დამთავრებული უმაღლესი სასწავლებელი, დამსაქმებლის რეკომენდაციისა და სამუშაო ადგილის შესახებ ცნობის ნაცვლად უნდა გაიგზავნოს სასწავლებლის რექტორის ან პირადი სამეცნიერო ზედამხედველის რეკომენდაციები, ცნობა სასწავლებელში ჩარიცხვის თაობაზე და იაპონური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
იაპონიის საელჩოში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 25 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.