იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული სტიპენდიები
განცხადებები
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ ისწავლონ იაპონიის უნივერსიტეტებში 2010-2011 აკადემიური წლისათვის გამოუყო შემდეგი სტიპენდიები:
- სტიპენდია მკვლევარი სტუდენტებისთვის (Research Students Program);
- სტიპენდია უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სასწავლებლად (Undergraduate students Program).
იაპონიის მთავრობამ ასევე გამოყო სტიპენდიები (განკუთვნილია იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ იაპონური ენისა და კულტურის სფეროში)
- მასწავლებლებისათვის (Teacher Training Students)
- იაპონისტიკის (Japanese Studies Students) სტუდენტებისათვის.
სტიპენდია მკვლევარი სტუდენტებისთვის
კვლევის საგანი შესაძლოა იყოს ნებისმიერი დარგი, რომლის სწავლება ან კვლევა მიმდინარეობს იაპონიის უნივერსიტეტებში (რამდენიმე გამონაკლისის გარდა, იხილეთ ქვემოთ მითითებული ლინკი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აპლიკანტი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს იაპონიასთან;
- აპლიკანტი დაბადებული უნდა იყოს 1976 წლის 2 აპრილის შემდეგ;
- აპლიკანტს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის დიპლომი;
- აპლიკანტმა უნდა აირჩიოს ის ან მონათესავე სფერო, რომელშიც მას აქვს განათლება მიღებული ან გააჩნია პროფესიული გამოცდილება;
- აპლიკანტი მზად უნდა იყოს შეისწავლოს იაპონური ენა და ა.შ.
სტიპენდია მოიცავს:
- ყოველთვიურ გრანტს (დაახლოებით 152, 000 იენის ოდენობით);
- მგზავრობის ხარჯებს;
- სწავლის საფასურს.
სტიპენდია უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სასწავლებლად
სტიპენდიები მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგ სფეროებში სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (უფრო დეტალური ინფორმაცია კონკრეტული სპეციალობებისა და მიმართულებების შესახებ , გთხოვთ, იხილოთ დანართის სახით).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აპლიკანტი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს იაპონიასთან;
- აპლიკანტი დაბადებული უნდა იყოს 1989 წლის 2 აპრილიდან 1994 წლის 1 აპრილამდე;
- უნდა ჰქონდეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი;
- აპლიკანტი მზად უნდა იყოს შეისწავლოს იაპონური ენა და ა.შ.
სტიპენდია მოიცავს:
- ყოველთვიურ გრანტს (დაახლოებით 125, 000 იენის ოდენობით);
- მგზავრობის ხარჯებს;
- სწავლის საფასურს.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 11 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის - ცენტრის სტუდენტთა დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.