იაპონიის მაცუმის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიები
მაცუმის საერთაშორისო ფონდმა (The Matsumae International Foundation) გამოაცხადა სტიპენდიების პროგრამა 2012 წლისათვის.
სტიპენდია საშუალებას აძლევს მკლევარებს 3-დან 6 თვის განმავლობაში განახორციელონ კვლევა იაპონიაში მათ მიერ შერჩეულ დაწესებულებაში: უნივერსიტეტების კვლევით ლაბორატორიებში, ეროვნულ კვლევით დაწესებულებებში, ასევე კერძო დაწესებულებებში. ამ მიზნით ფონდმა სულ 20 სტიპენდია გამოყო.
სტიპენდიები განკუთვნილია პირებისათვის, რომლებიც არ არიან იაპონიის მოქალაქეები და აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
• უნდა გააჩნდეთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
• მათი ასაკი უნდა იყოს 40 წლის ქვემოთ;
• უნდა ფლობდნენ ინგლისურ ან იაპონურ ენას საკმაოდ კარგად რათა დაუბრკოლებლად შეძლონ კვლევის განხორციელება;
• არ უნდა იყვნენ იაპონიაში ნამყოფი;
• უნდა ჰქონდეთ სტაბილური სამსახური და პროფესია რათა სტიპენდიის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში;
• თუ აპლიკანტი უკვე მონაწილეობდა მაცუმის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიების პროგრამაში, მას არა აქვს მეორედ მასში მონაწილეობის უფლება.
კვლევის საწარმოებლად პრიორიტეტული სფეროებია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინჟინერო საქმე და მედიცინა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტყრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმა;
• კვლევითი პროექტის თეზისები;
• გამოქვეყნებულ ნაშრომთა სრული სია;
• განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაშრომის ბეჭდური ვარიანტი;
• რეზიუმე (CV);
• სარეკომენდაციო წერილი;
• აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოკუმენტაციების) დამოწმებული ასლი (ასლები);
• მიწვევის წერილი იაპონელი მეცნიერისაგან;
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ საქართველოში იაპონიის საელჩოში არაუგვიანეს 2011 წლის 25 მარტისა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.