იაპონიის არასამთავრობო ორგანიზაცია „მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის“ სტიპენდიები
იაპონიის არასამთავრობო ორგანიზაცია „მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი“ აცხადებს კონკურსს საერთაშორისო დოქტორანტი სტუდენტებისათვის გამოყოფილი 20 სტიპენდიის მისაღებად. სტიპენდიების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ კანდიდატებს, რომელთაც იაპონიის უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო კურსის გავლა სურთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო საქმისა და მედიცინის მიმართულებით. სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება სამიდან ექვს თვემდე ვადით 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის მარტამდე. კანდიდატებმა განაცხადში უნდა მიუთითონ სწავლების ხანგრძლივობის სასურველი ვადა (3 ან 6 თვე). ფონდი უპირატესობას მიანიჭებს 6 თვიანი სასწავლო კურსის გავლის მსურველ კანდიდატებს.
სტიპენდიის მიღებით დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიმებს:
• ფლობდნენ დოქტორის ხარისხს ზემოთჩამოთვლილ მიმართულებებში;
• განაცხადის წარდგენის მომენტისათვის არ უნდა ჰქონდეთ შესრულებული 40 წელი;
• სრულფასოვნად ფლობდნენ ინგლისურ ან იაპონურ ენას;
• ადრე არ უნდა იყვნენ ნამყოფი იაპონიაში;
• სამშობლოში ფლობდნენ პროფესიასა და თანამდებობას;
• უნდა ჰქონდეთ დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.