ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიები პოსტდოქტორანტურის მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის

ალექსანდერ ვონ ჰუ,ბოლდტის ფონდი აცხადებს კონკურსს პოსტდოქტორანტურის საერთაშორისო მეცნიერ - მკვლევართათვის აცხადებს კონკურსს გერმანიის ქალაქ ბონის უმაღლეს სასწავლებლებში მთელ რიგ მიმართულებებში სასწავლო - კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამა განისაზღვრება 6 თვიდან 24 თვემდე ვადით. წარჩინებული კანდიდატები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 2,250 ევროს ოდენობით. სტიპენდიის მისაღებად კანდიდატებს დოქტორის აკადემიური ხარისხი მიღებული უნდა ჰქონდეთ არაუადრეს უკანასკნელი ოთხი წლის პერიოდისა. სტიპენდია მოიცავს მობილობასთან, სასწავლო გადასახადთან, აგრეთვე ჯანმრთელობისა და ფინანსური პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ცალკეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას სხვაგვარი სარგებლის მიღებაც.

პროგრამის გასავლელად და სტიპენდიის მოსაპოვებლად კანდიდატის შერჩევა განხორციელდება აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, კერძოდ:
•    კანდიდატის მიერ გაგზავნილი კვლევითი პროექტის თეზისების განხორციელების შესაძლებლობისა და აკადემიური კვალიფიციურობის საფუძველზე;
•    საერთაშორისო გამოცემებში გამოქვეყნებული ნაშრომების საფუძველზე;
•    კანდიდატის აკადემიური მიღწევების ამსახველი სამოტივაციო განცხადებისა და კვალიფიციურ ექსპერტთა მიერ შედგენილი სარეკომენდაციო
წერილების საფუძველზე, სადაც დადასტურებული იქნება კანდიდატის სამეცნიერო პოტენციალი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხარისხი მინიჭებული უნდა ჰქონდეს განაცხადის წარდგენის მომენტიდან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. კანდიდატებს, რომელთაც ახლახან მოიპოვეს დოქტორის ხარისხი, განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ იმ პირობით, თუ უახლოეს მომავალში დამატებით გაგზავნიან დისერტაციის რეფერატს ან სადისერტაციო ნაშრომის შედეგებზე დაფუძნებულ პუბლიკაციას;
•    ოფიციალური ჟურნალებისა ან გამოცემებში გამოქვეყნებული საერთაშორისო სტანდარტის ნაშრომი/ნაშრომები;
•    დადასტურება, რომ კანდიდატი აღჭურვილია კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი ყველა პირობით, რაც დადასტურებული უნდა იყოს მასპინძელი უმაღლესი სასწავლებლის კვალიფიციური სამეცნიერო ექსპერტის მოხსენებითი ბარათით;
•    პროგრამასთან კანდიდატის შესაბამისობის დამადასტურებელი სარეკომენდაციო წერილები კანდიდატის უშუალო ხელმძღვანელისა და სასურველია ისეთი მეცნიერ - რეცენზენტისგანაც, რომელიც არ მოღვაწეობს კანდიდატის მშობლიურ უმაღლეს სასწავლებელში;
•    ჰუმანიტარულ და სოციალურ, აგრეთვე ფიზიკის მიმართულებათა წარმომადგენელ კანდიდატებს მოეთხოვებათ გერმანული ენის სრულფასოვნად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუ ეს აუცილებელია პროექტის წარმატებით განსახორციელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; მეცნიერებისა და საინჟინრო მიმართულებათა სპეციალისტები უნდა ფლობდნენ გერმანულ ან ინგლისურ ენას.

განაცხადების გაგზავნის ზუსტი ვადა განსაზღვრული არ არის. პროგრამაზე განაცხადები მიიღება ადგილების შევსებამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები