ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდიების პროგრამა

 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდიების პროგრამაზე. პროგრამა არ ითვალისწინებს სამეცნიერო ხარისხის.

სტიპენდიით გათვალისწინებული სამუშაო გეგმა ჩვეულებრივ მოიცავს პროფესიულ ვიზიტებს, კონფერენცებს და სხვა.

კონკურსში მონაწილეობისათვის შესაფერის კანდიდატებს წარმოადგენენ საშუალო კარიერის მქონე პროფესიონალები. სტიპენდიის მიღების მსურველ სავარაუდო კანდიდატებს უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 5 წლიანი სრულგანაკვეთიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება (2011 წლის აგვისტომდე).

სასტიპენდიო პროგრამა ანაზღაურებს საერთაშორისო მგზავრობის, სასწავლო გადასახადისა და აშშ–ს უმაღლეს სასწავლებელში ყოფნასთან დაკავშირებულ სხვა აუცილებელ ხარჯებს, უბედურ შემთხვევათა და ჯანმრთელობის დაზღვევას, ყოველთვიურ გადასახადს არსებობისათვის აუცილებელი მოთხოვნილებებისათვის, აგრეთვე წიგნების შეძენისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო თანხებს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სასტიპენდიო პროგრამა ფინანსურ მხარდაჭერას ვერ აღმოუჩენს სტიპენდიანტთა თანმხლებ პირებს.

განაცხადის ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 7 ივნისი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის,

დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე:

ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,

ტელ: 822 29 47 11

 

ბანერები