ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ჰელსინკის უნივერსიტეტის ალეკსანტერის ინსტიტუტის სტიპენდიები

ჰელსინკის უნივერსიტეტის ალეკსანტერის ინსტიტუტის სტიპენდიის საერთაშორისო პროგრამა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს აღმოსავლეთ ევროპულ და რუსულ სწავლებათა განხრით სთავაზობს შესაძლებლობას, ეწვიონ ჰელსინკს ალეკსანტერის ინსტიტუტში ოთხთვიანი სასწავლო/კვლევითი კურსის გასავლელად 2010/2011 სასწავლო წლისათვის. სტიპენდიანტებს საშუალება მიეცემათ, აწარმოონ კვლევა და ურთიერთობა იქონიონ, როგორც უშუალოდ ალეკსანდერის ინსტიტუტის მკვლევარებთან, ასევე თავად ჰელსინკის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის უფრო ფართო სპექტრთან.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მეცნიერებათა დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს აღმოსავლეთ- ევროპულ და რუსულ სწავლებათა განხრით. განაცხადის შემოტანა შეუძლიათ, როგორც დამწყებ მკვლევარებს, ისე აღიარებულ მეცნიერ-მუშაკებს. გარდა წარსული აკადემიური წარმატებებისა, შესარჩევი კონკურსის პროცესში მნიშვნელოვანი ყურაღდება მიექცევა იმ ფაქტორსაც, თუ რამდენად ურთიერთსარგებლის მომტანი იქნება ერთობლივი კვლევის ჩატარება როგორც თავად სტიპენდიანტის, ისე ინსტიტუტის კვლევითი კოლექტივისათვის.

განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შევსებული სააპლიკაციო ფორმა, სამოტივაციო წერილი იმის აღწერით, თუ როგორ ესახება კანდიდატს საკუთარი მონაწილეობა ინსტიტუტის კვლევით საქმიანობაში, კვლევითი საქმიანობის განხორციელების მოკლე გეგმა/მონახაზი, კანდიდატის რეზიუმე (CV) და საკვლევ საკითხებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ნაშრომთა სია.

შერჩეულ კანდიდატებს ალეკსანტერის ინსტიტუტში ყოფნისა და კვლევით საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისას შესაძლებლობა ექნებათ აწარმოონ კვლევა და გაიღრმავონ გამოცდილება რუსულ და აღმოსავლეთ -ევროპულ სწავლებათა მკვლევარებთან მჭიდრო თანამშრომლობით. მათ მოუწევთ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ზემოაღნიშნულ სწავლებათა წინსვლის საქმეში ზოგადად და განსაკუთრებით ალეკსანტერის ინსტიტუტის სამოქმედო პროგრამის განვითარების საქმეში. სტიპენდიანტს ევალება მის მიერ განხორციელებული მინიმუმ ერთი კვლევის ოფიციალური პრეზენტაციის მოწყობა და აგრეთვე ინსტიტუტის ბეჭდვით ორგანოებსა და სემინარებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

სტიპენდიანტებისთვის გამოყოფილი ყოველთვიური გრანტი შეადგენს 2300 ევროს, რაც აგრეთვე მოიცავს საცხოვრებელი ადგილის, მგზავრობის, დაზღვევისა და ვიზის ხარჯების ანაზღაურებას. სტიპენდიანტი ინსტიტუტის მიერ სრულად უზრუნველყოფილი იქნება კომპიუტერული და სხვა საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურებით.

განაცხადისა და მისი თანდართული მასალების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 5 მარტი. მთელი გაგზავნილი დოკუმენტაცია შედგენილ უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. სააპლიკაციო ფორმის შესავსებად და გასაგზავნად იხილეთ ბმული:

https://elomake.helsinki.fi/lomakkeet/18925/lomake.html

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: http://www.helsinki.fi/aleksanteri/english/fellowship/index.html

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № F 306
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

ბანერები