ჰელსინკის საზაფხულო სკოლა
ჰელსინკის საზაფხულო სკოლა გაძლევთ შესაძლებლობას გაიღმაოთ ცოდნა დიზაინის, ურბანული დაგეგმარების, ეკოლოგიისა და გარემო პირობების მიმართულებით.
პრორგრამის ხანგრძლივობა: სამი კვირა.
ჰელსინკის საზაფხულო სკოლა აცხადებს ნაწილობრივ და სრულ სტიპენდიებს. სრული სტიპენდიები ფარავს პროგრამაზე რეგისტრაციის, კურსისა და საცხოვრებელი ადგილის ხარჯებს, ხოლო ნაწილობრივი სტიპენდიები ფარავს პროგრამაზე რეგისტრაციისა და კურსის თანხებს.
პროგრამის სამუშაო ენას წარმოადგენს ინგლისური.
პროგრამის ჩატარების დრო: 2011 წლის 9-25 აგვისტო.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 11 მარტი.
დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.