ჰარიმანის ინსტიტუტის სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამა (MARS-REERS)
ჰარიმანის ინსტიტუტის მეცნიერებისა და ხელოვნების უმაღლესი სკოლა აცხადებს განაცხადების მიღებას ხელოვნების მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე (MARS-REERS) რუსულ, ევრაზიულ და აღმოსავლეთ ევროპულ რეგიონალურ სწავლებათა კუთხით ყოფილი საბჭოთა კავშირის, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნების სტუდენტებისათვის.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ემზადებიან დოქტორანტურაში ჩასაბარებლად ან ფლობენ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორისა თუ ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.
სტიპენდია მოიცავს ნაწილობრივ ანაზღაურებას. სწავლის გაგრძელების მსურველმა სტუდენტებმა სასტიპენდიო განაცხადი უნდა წარადგინონ გაზაფხულის სასწავლო სემესტრის განმავლობაში.
რაც შეეხება MARS პროგრამის ასისტენტთა სტიპენდიას. სტიპენდია მოიცავს სრულ ანაზღაურებას. კანდიდატებს ჰარიმანის ინსტიტუტში მუშაობა მოუწევთ კვირაში 13-15 საათის განმავლობაში.
სავალდებულოა წინასამაგისტრო (GRE) გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაგზავნა. იმ კანდიდატებს, რომელთათვისაც ინგლისური არ წარმოადგენს მშობლიურ ენას, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ TOEFL-ის საგამოცდო ტესტი.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 26 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.columbia.edu/cu/gsas/departments/russia-eurasia-east-europe/department.html.
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № F 306
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)