ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ჰამბურგის სამაგისტრო პროგრამა (MLB)

ჰამბურგის სამაგისტრო (MLB) პროგრამის დანიშნულებაა შესაძლებლობა მისცეს უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო კურსდამთავრებულებს ბიზნესისა და სამართლის სპეციალობათა განხრით გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო სამართალმცოდნეობასა და საერთაშორისო მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებში.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია არაერთი სტიპენდია ბიზნესის, სამართლის, მენეჯმენტისა და მათთან დაახლოვებულ სფეროებში მოღვაწე მაღალკვალიფიციური კანდიდატებისათვის.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 მარტი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11

 

 

ბანერები