ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიები სოციალურ მეცნიერებებში

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს სოციალურ მეცნიერებებში.

რეგიონალური სასტიპენდიო პროგრამის მიზანი: მხარი დაუჭიროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში აკადემიური კვლევების ჩატარებას.

პროგრამის ამოცანები:
•    ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერების მიერ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა განვითარების ხელშემწყობი ინდივიდუალური და ინტერდისციპლინარული კვლევების ჩატარებას;
•    ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში სოციალურ მეცნიერებათა სფეროში მოღვაწე პროფესიონალების რეგიონალური ქსელის განვითარებას.

კონკურსის პირობები:
•    განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 1975-1987 წლებში დაბადებულ ახალგაზრდა მკვლევარებს;
•     სრული უმაღლესი განათლება;
•    ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (გერმანული ენის ცოდნა სასურველია).

ფონდი აფინანსებს აკადემიურ კვლევებს შემდეგი მიმართულებებით:
•    სამხრეთ კავკასიის ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტების შესახებ ახლებური ხედვის შემუშავება;
•    ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები სამხრეთ კავკასიაში: გადარჩენის სტრატეგიები;
•    საბჭოთა რეჟიმისათვის გაწეული წინააღმდეგობისა და რეპრესიების ისტორია;
•    უთანასწორობასა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემები სამხრეთ კავკასიაში;
•    გენდერული როლების ტრანსფორმაცია.

სტიპენდიის ხანგრძლივობა და მოცულობა:
სტიპენდიის ხანგრძლივობა განისაზღვრება თორმეტი თვით (01.01.2011-31.12.2011). სტიპენდიის მოცულობა ყოველთვიურად 250.00 ევროს შეადგენს. ასევე შესაძლებელია ფონდის მიერ ორგანიზებული თანმდევი პროგრამა-სემინარებით, საზაფხულო სკოლითა და პუბლიკაციებით მხარდაჭერა.


საჭირო საბუთები:
•    თავფურცელი შემდეგი მონაცემების მითითებით: სახელი და გვარი; დაბადების წელი; ქვეყანა; სამეცნიერო დისციპლინა; საკონკურსო თემა; კვლევის სათაური (საკონკურსო თემა და კვლევის სათაურის ფორმულირება არ უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს);
•    განაცხადის ანკეტა;
•    ტაბელარული ავტობიოგრაფია (CV);
•    ესსე (5-8 გვერდის მოცულობით) უნდა შეიცავდეს პროფესიულ და პირად მოტივაციას: 1. რატომ მაინტერესებს ეს თემა; 2. რა ვიცი თემის შესახებ; 3. რა მეთოდებით ვაპირებ თემის კვლევას; 4. წლიური სამუშაო გეგმა;
•    სამეცნიერო დაწესებულების მიერ ან აპლიკანტის ამჟამინდელი სამსახურიდან ხელმძღვანელი პირის მიერ წარმოდგენილი ორი სარეკომენდაციო წერილი;
•    უმაღლესი განათლების (ბაკალავრის, მაგისტრის ან 5-წლიანი სწავლების) დიპლომი, დანართით;
•    არჩევითია: სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი და მათი ასლები (მაქსიმუმ 20 გვერდი).


საკონკურსო განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ოქტომბრის 18:00 სთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები