ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გრანტები ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე

ცენტრალური ევროპის ბიზნესსკოლა (CEU Business School) და კომპანია "INGB" გიწვევთ, რომ მოიპოვოთ დაფინანსება ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში განათლების მისაღებად.

CEU Business School-ის მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირებაში გაძლევთ შესაძლებლობას, რომ განავითაროთ თქვენი მენეჯერული უნარ-ჩვევები ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ ბიზნესგარემოში, შეხვდეთ და ისწავლოთ წამყვანი კომპანიების აღმასრულებელ მენეჯერებთან ერთად და დაამყაროთ საქმიანი კონტაქტები მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან.

CEU Business School გთავაზობთ შემდეგ პროგრამებს:

• Full Time MBA - ერთწლიანი ინტენსიური პროგრამა;
• Weekend MBA - პროგრამა საერთაშორისო გამოცდილების მქონე მენეჯერებისათვის, რომლებიც დასაქმებული არიან რეგიონში და აქვთ ინტერესი, მიიღონ ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო ხარისხი სამსახურიდან თავისუფალი დროის გამოყენებით.
• Executive MBA - პროგრამა მაღალი დონის მენეჯერებისათვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ რამდენიმე ქვეყანაში, სრულიად განსხვავებულ გარემოში გაეცნონ კომპანიებს, მათ კულტურასა და ქვეყნისათვის დამახასიათებელ მენეჯმენტის სტილს.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის, ბიზნესი სკოლის MBA პროგრამა ამზადებს პროფესიონალებს შემდეგი მიმართულებებით:

• გენერალური მენეჯმენტი;
• მარკეტინგი;
• უძრავი ქონება;
• ფინანსები.

სწავლის პროცესში CEU Business School-ის სტუდენტები გაივლიან ქეისებზე დაფუძნებულ ინტენსიურ სწავლებას მულტინაციონალურ გარემოში უზრუნველყოფილს ინოვაციური პროგრამებით, რომელიც აუცილებელია წარმატებული კარიერისთვის.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 4 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად იხილეთ ვებგვერდები:
http://www.ceubusiness.org
http://www.ingb.ge

ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № F 306.
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები