გლობალური წყლის რესურსების დაცვის ორგანიზაციისა და შოტლანდიის დენდის უნივერსიტეტის სტიპენდიები
გლობალური წყლის რესურსების დაცვის ორგანიზაცია და დენდის უნივერსიტეტი (შოტლანდია) აცხადებს კანდიდატების მიღებას სასწავლო მოდულში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება 2011 წლის 1 - 19 აგვისტოს ჩათვლით. მოდული განკუთვნილია წყლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთათვის. დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს ჰიდროლოგიაში, გარემოს დაცვის მეცნიერებებში, კანონმდებლობაში, სოფლის მეურნეობასა ან შესაბამის მიმართულებებში. სავალდებულოა ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობა, რაც დადასტურებული უნდა იყოს იელტური შეფასების ტესტში მოპოვებული მინიმუმ 6.5 ქულით.
პროგრამაში მონაწილეობისა და სტიპენდიის მოპოვების მსურველმა კანდიდატებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• დიპლომის ასლი დანართთან (გავლილი კურსების ჩამონათვალთან და ნიშნების ფურცელთან) ერთად;
• სრულყოფილი რეზიუმე (CV) და ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
• სამოტივაციო წერილი (წარსული და ამჟამინდელი საქმიანობის აღწერა, აგრეთვე მოცემულ პროგრამასთან კანდიდატის შესაბამისობის დასაბუთება).
განაცხადები მიიღება 2011 წლის 4 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.