ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა

გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას. სტუდენტური პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში. პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.

პროგრამის ყველა მონაწილე:
•    დაესწრება ლექციების კურსს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში;
•    პირველი სემესტრის განმავლობაში შეასრულებს მინიმუმ 20 საათის მოცულობის საზოგადოებრივ საქმიანობას მასპინძელ ქალაქში;
•    გაივლის ნახევარ-განაკვეთიან სტაჟირებას მეორე სემესტრის განმავლობაში.
სტუდენტები, რომლებიც ანკეტის ჩაბარების მომენტში არიან პირველ კურსზე, ისწავლიან ორწლიან საზოგადოებრივ კოლეჯებში, ხოლო მეორე და მესამე კურსის სტუდენტები იცხოვრებენ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებში და განთავსდებიან ოთხწლიან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.
პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს შემდეგს:
•    მხარდაჭერას აშშ J-1 ვიზის მისაღებად;
•    მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერსიტეტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან;
•    ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის პერიოდში;
•    უნივერსიტეტში სწავლების საფასურს და სხვა სავალდებული საუნივერსიტეტო ხარჯებს;
•    თანხას წიგნების შესაძენად;
•    ყოველთვიურ სტიპენდიას;
•    სამედიცინო დაზღვევას;
•    ინგლისური ენის კურსებს (საჭიროების შემთხვევაში).

განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2011 წლის 14 იანვარი 5:00 სთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები