ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა (2010)

გლობალური სტუდენტური გაცვლითი პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას. სტუდენტური პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან, ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, ისწავლონ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში ან კოლეჯში.

პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე. აპლიკაციების ჩაბარების ბოლო ვადის გასვლის შემდეგ, პროგრამის მოთხოვნათა დამაკმაყოფილებელი ყველა აპლიკაცია განხილული იქნება აკადემიკოსების, რეგიონალური ექსპერტებისა და პროგრამის კურსდამთავრებულთა ორეროვნული პანელის მიერ. შერჩეულ ნახევარფინალისტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება თავიანთ ქვეყანაში ამერიკელ აკადემიკოსთა, პროგრამის კურსდამთავრებულთა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელთაგან შემდგარი ორეროვნული კომისიის მიერ. ნახევრაფინალისტები, ასევე ჩააბარებენ TOEFL-ს (Test of English as a Foreign Language) 2010 წლის დასაწყისში. პროგრამის ფინალისტებისა და ალტერნატების შერჩევა მოხდება თავდაპირველი აპლიკაციის განხილვის, გასაუბრების შედეგებისა და ტესტირების ქულების საფუძველზე.

პროგრამის ყველა მონაწილე:

• დაესწრება ლექციების კურსს ერთი აკადემიური წლის განმავლობაში;

• პირველი სემესტრის განმავლობაში შეასრულებს მინიმუმ 20 საათის მოცულობის საზოგადოებრივ საქმიანობას მასპინძელ ქალაქში;

• გაივლის ნახევარგანაკვეთიან სტაჟირებას მეორე სემესტრის განმავლობაში.

სტუდენტები, რომლებიც ანკეტის ჩაბარების მომენტში არიან პირველ კურსზე, ისწავლიან ორწლიან საზოგადოებრივ კოლეჯებში, ხოლო მეორე და მესამე კურსის სტუდენტები იცხოვრებენ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლებში და განთავსდებიან ოთხწლიან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.

ანკეტების ჩაბარების ბოლო ვადაა 2009 წლის 15 დეკემბერი 17:00 საათი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:www.irex.geან მიმართეთუნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები